მარიკა თხელიძეს ქმარმა შვილის დაბადების აღსანიშნავად “მერსედესის ჯიპი” აჩუქა

მომღერალი მარიკა თხელიძე, ივლისში დედა გახდა – მას პირველი შვილი, ნიკუშა შეეძინა. ახალბედა დედა “თბილისელებთან” საუბარში ამბობს, რომ პატარასთან კონტაქტი პირველივე დღეს არ გასჭირვებია. მშობლები პატარას 40 დღისას მონათლავენ და როგორც მარიკა ამბობს, მისი ერთ-ერთი ნათლია, დედის მეჯვარე მომღერალი თიკა ჯამბურია იქნება.

“ნიკუშა 3 კლოგრამი და 49 სანტიმეტრი დაიბადა და რომ დავინახე, გავიფიქრე, ნეტავ, ეს ჩემს მუცელში როგორ ეტეოდა-მეთქი. სხვათა შორის, ყველა ამბობს, შენ გგავსო, მაგრამ ჩემი აზრით, მამის ნაკვთებიც აქვს. ორივეს – მამის და დედის მიქსია. გიგა ამბობს, რომ გაიზრდება, მინდა, შენ გგავდეს ფიზიკურადო. მომავალში ვის დაემსგავსება, არ ვიცი, მაგრამ იმერელ-გურულის ნაჯვარია და ეს ხასიათში უკვე ემჩნევა”

– მშობიარობას მეუღლე ხომ არ დაესწრო?
– გიგა სამშობიაროში იყო, მაგრამ მშობიარობას არ დასწრებია, თუმცა, მეუბნებდა, თუ ეს შენთვის ერთგვარი შვება იქნება, მზად ვარ მშობიარობის პროცესს დავესწროო. მე ვიყავი წინააღმდეგი, რადგან ვიცი, ეს დიდი სტრესია მამაკაცისთვის.

– პატარას ვისი სახელი დაარქვით?
– მამაჩემის სახელი დავარქვი და ამის წინააღმდეგი არც გიგა ყოფილა, მან იცის, ჩემს ცხოვრებაში მამა ძალიან მიშვნელოვანი ადამიანია.

– გავიგე, მეუღლემ საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაგიკეთა. რა გაჩუქა?
– გიგამ სიურპრიზი გამიკეთა – მანქანა მაჩუქა, შავი ფერის “ემელის” ჯიპი. სხვათა შორის, ამ მანქანით მე და ნიკუშა უკვე ვიყავით მთაწმინდაზე სასეირნოდ. სამშობიაროდან სახლში რომ გამოვედით, ოთახი ბუშტებითა და ყვავილებით მორთული დაგვხვდა. მამიკომ ფოიერვერკებიც გაუშვა. მანამდე, საბავშვო მაღაზიაში რომ შევედით, ისეთი რამეები ვნახე, ყველაფრის ყიდვა მინდოდა და ვამბობდი, ესეც მინდა, ესეც-მეთქი. გამყიდველი გოგონები ეკითხებონენ გიგას, რა ვქნათო. გიგა პასუხობდა, რაც მარიკას სურს, ყველაფერი შეუფუთეთო.

…ორმოცი დღის რომ გახდება, მამადავითზე მოვნათლავთ. მისი ნათლიები იქნებიან ცნობილი ადამიანები, ჩემი მეგობარი და მეჯვარე – თიკა ჯამბურია და კიდევ ხუთი ნათლია ანუ სამი დედიკოსგან და  სამიც მამიკოსგან. სურათს რომ გადავუღებ პატარას, მინდა, სოციალურ ქსელში დავდო, მაგრამ სანამ არ მოინათლება, თავს ვიკავებ. ისეთ ემოციებში ვარ, ვფიქრობ, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი ეტაპი დადგა, ყველაზე საპასუხისმგებლო. ეს რომ ღუღუნს იწყებს, შემიძლია, საათობით ვიჯდე, ვუსმინო და ვუყურო და ამქვეყნად ყველაფერი მავიწყდება”.

წყარო:ჟურნალი “თბილისელები”

კომენტარები

სხვა სიახლეები