სოციალურ ქსელში მერსი სულხანიშვილი სტატუს ავრცელებს, სადაც წერს, რომ ცოტა ხნით მონასტერში აპირებს წასვლას და ხალხს დამდეგ მარიამობას ულოცავს. „ნებისმიერი ადამიანი სცოდავს, არც მე ვარ გამონაკლისი. ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ბევრ რამეს აანალიზებ და ხვდები, რომ შეგეძლო უკთესადაც გეცხოვრა. ახლა ალბათ ამის დროა. ცოტა ხნით მონასტერში წავედი. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. მრავალ დამდეგ მარიამობას დაესწარით”, – წერს მერსი სულხანიშვილი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე.