პაბლო ფერარი არგენტინელი ფოტოგრაფია, რომელიც მოხიბლულია საქართველოთი. ფერარი ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ 3 დღით ჩამოვიდა, თუმცა აღარ წავიდა და უკვე ერთი წელია, საქართველოში ცხოვრობს. პაბლო შეყვარებულია – გოგონაზე და საქართველოზე. იგი თბილისში დაბინავდა, განაგრძობს ფოტოების გადაღებას და მსოფლიოსთვის საქართველოს გაცნობაში საკუთარი წვლილის შეტანას.