თბილისში დიეტოლოგ პიერ დიუკანის პირველი მაღაზია გაიხსნება

თბილისში პიერ დიუკანის დიეტური მაღაზია გაიხსნება. ფრანგი ექიმ- დიეტოლოგის პიერ დიუკანის დიეტა მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარულია. დიუკანი აქცენტს ცილოვან პროდუქტებზე და პროტეინებზე აკეთებს, ამიტომ მის დიეტას ხშირად ცილოვან დიეტას უწოდებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მაღაზია მომავალ კვირას ბახტრიონის 11-ში გაიხსნება. დიუკანის პროდუქცია ერთ თვეში ერთ-ერთ სააფთიაქო ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით გაიყიდება. გარდა ამისა, პროდუქცია შესაძლოა, მსხვილ სუპერმარკეტებსაც მიეწოდოს. ცნობილია, რომ დიუკანი დიეტას ქართული სამზარეულოს შესაბამისად შეადგენს. პირველ ეტაპზე თბილისის მაღაზიაში 16 სახეობის პროდუქტი გაიყიდება. მათ შორისაა ორცხობილა, შოკოლადის მუსი, მაკარონი და სხვა პროდუქტები.

13140728_1181188525254717_1114655108_n

კომენტარები

სხვა სიახლეები