ინგრედიენტები: კვერცხი – 7 ცალი, ლორი – 100 გრ. ბარდა, სიმინდის მარცვალი, წითელი ბულგარული – 1 ცალი, ჟელატინი – 2 ს/კ. მწვანილი ბბულიონი – 1 ჭიქა.
მომზადების წესი: ჟელატინს 100 მლ ცივი, ანადუღარი წყალი დავასხათ და დავტოვოთ. კვერცხები სოდით კარგად გავრეცხოთ. მრგვალი ბოლოდან ხვრელი დაახლოებით 2,5 სმ გავუკეთოთ. კვერცხის ცილა და გული გადმოვასხათ. თბილ წყალში სოდა გავხსნათ და კვერცხის ნაჭუჭები ჩავაწყოთ. შემდეგ კარგად გამდინარე წყლით გამოვრეცხოთ. ლორი და ბულგარული წიწაკა კუბიკებად დავჭრათ. 1 ჭიქა ცხელ ბულიონში ჟელატინი დავალბოთ. კვერცხები სპეციალურ დასადებზე დავდოთ და ინგრედიენტები შემდეგი თანამიმდევრობით მოვათავსოთ: მწვანილი, ბულგარული წიწაკა, ლორი, ბარდა, სიმინდი, და ბოლოს, ჟელატინი დავასხათ. მაცივარში გასაყინად შევდგათ. ნაჭუჭი ფრთხილად მოვაცილოთ.
სხვა სიახლეები