22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება
22 აპრილი, დედამიწის დღე, 1970 წლიდან აღინიშნება. ეს დღე სენატორმა გეოლორდ ნელსონმა მას შემდეგ დააარსა,რაც სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა, რამაც ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება გამოიწვია.
ყოველ 22 აპრილს აქციაში 174 ქვეყნის 17 000-მდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე, დედამიწაზე საკუთარი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მონაწილეობს.
საქართველო 1990 წლიდან შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც დედამიწის დღე აღინიშნება. რაც დრო გადის, დედამიწას ბევრი პრობლემა ექმნება, ადამიანები უკვე ვეღარ ამბობენ უარს ელექტროენარგიაზე, გაზზე, პოლიეთილენზე, საწვავზე და სხვა მრავალზე. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით სდასუ-ს ეზოში დასუფთავებისა და გამწვანების აქცია გაიმართება. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.