ადელი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ახალგაზრდა მომღერალი გახდა

გაზეთი The Sunday Times პერიოდულად მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგს აქვეყნებს. გამოცემის უახლოესი ნომრის თემაა – ბრიტანეთის და ირლანდიის ყველაზე მდიდარი მუსიკოსები და მათი ქონება. გაზეთი 24 აპრილს გამოვიდა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ 30 წლამდე ყველაზე წარმატებული მუსიკოსების რეიტინგის სათავეში 27 წლის მომღერალი ადელი მოხვდა.13045552_1171860009520902_2032101831_n
ჟურნალისტების გამოთვლით, ვარსკვლავის ქონება ამ მომენტისთვის დაახლოებით 122 მილიონ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ბოლო წლის მანძილზე ადელის შემოსავალმა 50 მილიონ დოლარს მიაღწია. რეიტინგში – ყველაზე მდიდარი ქალი შემსრულებელი კი – ადელმა მეორე ადგილი დაიკავა. მას ირლანდიელმა მომღერალმა ენიამ გაუსწრო. მისი ქონება 130 მილიონ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება საერთო რეიტინგს, მასში ადელმა მხოლოდ 30-ე ადგილი დაიკავა. ყველაზე მდიდარი ბრიტანელი მუსიკოსების სამეული ასე გამოიყურება: მესამე ადგილი – ჯგუფი U2 (719 მილიონი დოლარი), მეორე ადგილი – ენდრიუ ლოიდ-უებერი (1 მილიონზე ოდნავ მეტი), პირველი ადგილი – სერ პოლ მაკარტნი (1,1 მილიარდი დოლარი).
13023163_1171860006187569_2019663573_n

კომენტარები

სხვა სიახლეები