ენთუზიასტთა ჯგუფმა საფრანგეთიდან უნივერსალური ციფრული მუსიკალური ინსტრუმენტი შექმნა. ინსტრუმენტი როგორც დამწყები, ისევე გამოცდილი კომპოზიტორების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
ინსტრუმენტი Dualo გარეგნულად ჩვეულებრივ გარმონს წააგავს. ის du-touch S-ის სქემით მუშაობს და მას 52 ჟღერადობა გააჩნია. გარდა ამისა, ინსტრუმენტს ეფექტების დიდი ასორტიმენტი აქვს, რაც იმპროვიზაციის საფუძველს ქმნის. Dualo-ს ავტორების თქმით, მას ავტონომიურ რეჟიმში მუშაობა 8 საათის განმავლობაში შეუძლია. არსებული ჟღერადობის გარდა, მუსიკოსებს ახალი საუნდის პროგრამირება შეუძლიათ, რაც შემოქმედებისთვის მეტ შესაძლებლობას იძლევა. Dualo-ს ფასი 299 ევროდან იწყება. ინსტრუმენტის ყველაზე მაღალი ფასი კი 825 ევროა.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]