ინტერნეტში სერიალ „სამეფო კარის თამაშის“ ფინალური პრომორგოლი გავრცელდა (ვიდეო)

„სამეფო კარის თამაშის“ მეექვსე სეზონის პრემიერის წინ ტელესერიალის შემქმნელებმა კიდევ ერთი პრომორგოლი გამოაქვეყნეს. უცხოური მედიის ცნობით, ეს ვიდეოსერიალის ფინალური ტრეილერი იქნება. 30-წამიანი ვიდეოს პირველივე კადრებში ჩანს, რა ბედი ელის ჯონ სნოუს. დაბრმავებული არია სტარკი კი ბრძოლის საიდუმლოებას თავიდან ითვისებს. რკინის ტახტისთვის ბრძოლების ისტორიაში ახლა იწყება ყველაზე მასშტაბური სერიალი. სერიალის პრემიერა ტელეარხ HBO ეთერში 24 აპრილს შედგება.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები