ლეონარდო დიკაპრიო მიჩვეულია, სასიყვარულო ურთიერთობები ნაკლებად ცნობილ მოდელებთან ჰქონდეს და მათი გვერდში ყოფნით მათი კარიერა ააწყოს. მეგობრობს კი ლეო მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავებთან? მაგალითად, ერთ-ერთი მისი მეგობარი მომღერალი რიანაა. უწინ მასთან რომანზეც დადიოდა ჭორი, მაგრამ „რომანი“ „უბრალოდ მეგობრობა“ აღმოჩნდა. ახლა ლეო და რიანა ამ მეგობრობის დემონსტრირებას Coachella-ს ფესტივალზე ახდენენ, სადაც ერთად იმყოფებოდნენ.
კონცერტზე წყვილი საუბრობდა, იცინოდა და მათი საქციელი ეჭვს არ იწვევდა, რომ წყვილს მეგობრობის გარდა რამე აკავშირებდა. ლეოს ახლანდელი შეყვარებული 19 წლის მოდელი ჩელსი ვეიმარი კი ფესტივალზე ლეოსთან ერთად რატომღაც არ იმყოფებოდა. ლეონარდო დიკაპრიოს და რიანას გარდა ფესტივალზე ასევე ჯარედ ლეტო და ბრუკლინ ბექჰემი, ალესანდრა ამბროსიო და კარლი კლოსი, სემ სმიტი, სნუპ დოგი და სხვები იყვნენ. სხვათა შორის, სნუპ დოგი სცენაზე სახლის ხალათით გამოვიდა.
სხვა სიახლეები