კაცობრიობის ისტორია არაერთი ათასწლეულის წინ დაიწყო, თუმცა ბევრ შეკითხვაზე პასუხი მეცნიერებს დღემდე არ აქვთ. არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი არტეფაქტები სპეციალისტებს რთულ და საინტერესო მდგომარეობაში აყენებენ. გთავაზობთ ყველაზე საინტერესო აღმოჩენებს, რომელთა საიდუმლო მეცნიერებს ჯერ არ ამოუხსნიათ.
კოსტა-რიკის გიგანტური ქვის ბურთები
იდეალურად მრგვალი ფორმის ქვის წარმონაქმნი გვაინტრიგებს არა მხოლოდ გამოსახულებით, არამედ უცნაური წარმომავლობით. პირველად ქვის ბურთები მუშების მიერ ბანანის პლანტაციების გაშენების მიზნით ჯუნგლების გასუფთავებისას მე-20 საუკუნის 30-იან წლებში აღმოჩნდა. ადგილობრივი ლეგენდების თანახმად ბურთებში ოქრო იყო დამალული. ბევრი ქვის ბურთი დაამსხვრიეს, ნაწილი ააფეთქეს, თუმცა ბურთები ცარიელი აღმოჩნდა.
ბაღდადის ელემენტი
მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ბაღდადთან არქეოლოგიური გათხრების შედეგად უცნაური არტეფაქტი აღმოაჩინეს, რომელმაც დასახელება „ბაღდადის ელემენტი“ მიიღო. სიგრძეში აღმოჩენა 13 სანტიმეტრს ითვლიდა, მასში კოროზიის ნიშნების მქონე რკინის მავთული გადიოდა, შიგნით სპილენძის ცილინდრი ჰქონდა, ცილინდრში კი – რკინის ღერძი. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ აღმოჩენა უძველესი ელემენტი იყო. მისი სიმძლავრე, შესაძლოა, 1 ვოლტი ყოფილიყო.
ვოინიჩის ხელნაწერი
ვოინიჩის მანუსკრიპტი მსოფლიოში ყველაზე გასაიდუმლოებული წიგნია. მას არ ჰყავს ავტორი, დაწერილია უცნაურ ენაზე, წიგნის გვერდებზე აუხსნელ სიმბოლოებსა და უცნაურ ილუსტრაციებს შენიშნავთ. ხელნაწერი არასტანდარტულია, ის შესრულებულია უნიკალური ანბანის გამოყენებით, რომელიც ასოების არცერთ სისტემას არ ჰგავს. ეს უცნაური სიმბოლოები დღემდე გაშიფრული არ არის.
ინკების ოქროს ნაკეთობები
სამხრეთ აფრიკაში ნაპოვნი ოქროს ნაკეთობები გარეგნულად საფრენ აპარატებს გვახსენებს და დაუჯერებელია! 1996 წელს გერმანელმა ავიამოდელისტებმა – ალჰუნდ ენბომმა და პეტერ ბელტინგმა პრაქტიკით დაამტკიცეს, რომ ჰიპოთეზას უცნაური ცხოველების სახით საფრენი აპარატების მოდელების შესახებ არსებობის უფლება გააჩნია. ავიამოდელისტებმა ეგრეთ წოდებული კოლუმბიის პატარა ოქროს თვითმფრინავის 16-ჯერ გადიდებული ზუსტი ასლები შექმნეს. ჰაერში გასაშვებად მოდელები ძრავებით და რადიომართვის სისტემებით იყო აღჭურვილი. ორი მოდელი არა მარტო აფრინდა ჰაერში, არამედ მათ სხვადასხვა ილეთი შესანიშნავად შეასრულეს.
გენეტიკური დისკი
დაუჯერებელ აღმოჩენაზე – გენეტიკურ დისკზე აღბეჭდილია პროცესები, რომელთა ხილვაც თანამედროვე ადამიანს მხოლოდ მიკროსკოპით შეუძლია. დისკზე, სავარაუდოდ, ემბრიონის განვითარების პროცესია ასახული. კიდევ ერთი ნახატი უცნაური ფორმის ადამიანის თავია.
დისკი მყარი ქვისგანაა შესრულებული. ეს ქვა ბევრი ფენისგან შედგება. სპეციალისტების მოსაზრებით აღმოჩენილი არტეფაქტის მიუხედავად, მსგავსი ნივთის შექმნა ამ ქვისგან პრაქტიკულადაც და თეორიულადაც შეუძლებელია.
ანტიკიტერის მექანიზმი
ანტიკიტერის უძველესი და ძალზე ცნობილი გამოთვლის მექანიზმი, კომპიუტერის პირველი ანალოგია. ათწლიანი კვლევების შედეგად, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მექანიზმი მზის, მთვარის მდგომარეობას, პლანეტების გადაადგილებას გვიჩვენებს, ასევე მზის და მთვარის დაბნელებას და ოლიმპიური თამაშების ჩატარებასაც კი გვიწინასწარმეტყველებს.