უცნაური შემთხვევა დაფიქსირდა სამხრეთ აფრიკის „კრუგერის ნაციონალურ პარკში“ , სადაც სპილომ ალბინოსი გააჩინა. ახლად დაბადებული სპლიყვი ვარდისფერია, როდესაც დედამისი და ზოოპარკის დანარჩენი სპილოები ნაცრისფერები არიან. პატარა ალბინოსი ტურისტებმა „შინგვედსის“ მდინარესთან დაინახეს, სადაც ახალშობილი წყალს სვამდა.
ადგილობრივი დამთვალიერებელი, ნიკ კორცე, რომელიც ბავშობიდან ამ პარკს სტუმრობს, ერთ-ერთი პირველი შეესწრო ამ უცნაურ შემთხვევას. ნიკმა reshareworthy-ს პატარა ინტერვიუც მისცა: „ამდენი წლის განმავლობაში პირველად ვნახე ალბინოსი სპილო. ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, კარგია ადგილობრივებისთვისაც და ტურისტებისთვისაც.“ როგორც ნიკმა განაცხადა, ტურისტების რიცხვმა მართლაც, იმატა პარკში, ისინი გაკვირვებულ ალბინოსს უამრავ სურათს უღებენ.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=Hgr-O_5jbUA[/youtube]