აქვს თუ არა შარლიზ ტერონს სინამდვილეში საშინელი ხასიათი?

ჰოლივუდში ვრცელდება ჭორი, რომ მსახიობ შარლიზ ტერონს საშინელი ხასიათი აქვს. ამბობენ, რომ პარტნიორებს მასთან ურთიერთობა გადასაღებ მოედანზე ძალიან უჭირთ. ჭორი მას მერე გავრცელდა, როდესაც ტერონმა თავადაც აღიარა, რომ მას მსახიობ ტომ ჰარდისთან ურთიერთობაში პრობლემები ჰქონდა. ტომი ტერონთან ერთად ფილმზე „შეშლილი მაქსი: რისხვის გზა“ მუშაობდა. თავად ჰარდიმ გადაღების დასრულების შემდეგ მსახიობს აჩუქა საკუთარი პორტრეტი წარწერით: „შენ ჩემი საშინელი სიზმარი ხარ, მაგრამ შენ საშინლად არაჩვეულებრივი ხარ. რაღაც დონეზე მომენატრები. სიყვარულით, ტომი“.
ჟურნალისტებმა შარლიზ ტერონის ხასიათის შესახებ შეკითხვა მსახიობის კიდევ ერთ პარტნიორს, კრის ჰემსვორტს დაუსვეს (ჰემსვორტი ტერონთან ერთად ფილმში „ფიფქია და მონადირე“ თამაშობს). ჰემსვორტმა ჭორები უარყო და აღნიშნა, რომ ტერონთან მუშაობა ძალიან იოლია. „მასთან მუშაობაში ძალიან გამიმართლა. ის არაჩვეულებრივია! შარლიზს საუკეთესოდ შეუძლია  სამუშაოში ჩართვა, ამას ყველაზე კარგად აკეთებს იმათათან შედარებით, ვისთანაც მუშაობამ მომიწია“, – თქვა მსახიობმა. კიდევ ერთი, რაც ტერონზე გახდა ცნობილი, ისაა, რომ გადასაღებ მოედანზე მას გინებაც სჩვევია.

კომენტარები

სხვა სიახლეები