ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად მსახიობი გვინეტ პელტროუ ფუტკრების კბენას ითმენს

ჰოლივუდის მსახიობს გვინეტ პელტროუს სამსახიობო კარიერაში პაუზა აქვს. ლამაზმანი საკუთარი lifestyle-ბრენდის განვითარებაზეა კონცენტრირებული და კოსმეტიკის ახალ ხაზს ქმნის. ჟურნალისტებთან საუბარში პელტროუმ განაცხადა, რომ თავად ყველაზე ექსტრემალური კოსმეტიკური პროცედურები გამოსცადა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად ყველაფერზე წავა. ერთ-ერთი ექსტრემალური პროცედურა, რომელსაც მსახიობი იტარებს – ფუტკრების კბენაა. პელტროუს თქმით, ძველად ფუტკრების ნაკბენებით ანთების განკურნებას და ნაიარევის მოშორებას ცდილობდნენ. საკუთარ თავზე კი ვარსკვლავმა იმის შემოწმება გადაწყვიტა, თუ რამდენად ეფექტიანად მოქმედებს აპითერაპია კანის მდგომარეობაზე.
„სინამდვილეში ეს საოცარი ტექნიკაა. მაგრამ, ღმერთო, როგორი მტკივნეულია!“, – აღნიშნა მსახიობმა The New York Times-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები

სხვა სიახლეები