49 წლის ჯენეტ ჯექსონი პირველი შვილის დაბადებას ელოდება

49 წლის მომღერალი ჯენეტ ჯექსონი ფეხმძიმედაა. უცხოური პრესის ინფორმაციით, პოპმუსიკის გარდაცვლილი მეფის, მაიკლ ჯექსონის და დიდი ხნის მანძილზე ვერ ფეხმძიმდებოდა, ახლა კი მომღერალი უკვე ემზადება დედობისთვის. ჯექსონი პირველ შვილს ელოდება. მომღერალმა მსოფლიო ტურნე შეწყვიტა და თაყვანისმცემლებს ფეხმძიმობის და ექიმის მიერ გამოწერილი დასვენების შესახებ ვიდეომიმართვის საშუალებით აუწყა.
„მინდა, რომ ამის შესახებ პირველებმა გაიგოთ. მე და ჩემი მეუღლე ჩვენი ოჯახის დაგეგმარებით ვართ დაკავებულები, ამიტომ ტური უნდა შევწყვიტო. გთხოვთ, გამიგეთ, ახლა ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ექიმის დაჟინებით, უნდა დავისვენო, მაგრამ მე თქვენ არ დამვიწყებიხართ. ტურს მაშინვე განვაგრძობ, როგორც კი შევძლებ“, – განაცხადა ჯენეტ ჯექსონმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები