ბანანისა და ფინიკის სმუზი

ინგრედიენტები: ბანანი – 1 ცალი, ფინიკი – 2 ცალი, რძე – 1 ჭიქა, დარიჩინი – ¼ ჩ/კ.

მომზადების წესი: ბანანი გავფცქვნათ, შუაზე გავჭრათ და ბლენდერში ფინიკთან ერთად მოვათავსოთ. შემდეგ რძე ჩავასხათ და ავთქვიფოთ. ჭიქაში ჩავასხათ და ბოლოს დარიჩინი მოვაყაროთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები