თეა თუთბერიძე: საყოველთაო უბედურების სათავე, პატრიარქად და ერის სულიერ მამად წოდებული ილია მეორეა

თეა თუთბერიძე შორენა ბეგაშვილის შვილის შესახებ სტატუსს აქვეყნებს და იმ ადამიანებზე წერს, ვინც 15 წლის გოგონას უბედურმა შემთხვევამ გაახარა.
თუთბერიძე მათი მხრიდან გამოთქმულ ფრაზებს იმ „სიბნელეს“ და იმ „ცრურწმენებს“, მიაწერს, რასაც, მისი თქმით, ეკლესიებში და საპატრიარქოში ჩაბუდებული „წვერებიანი ექსტრემისტები“ და „კრიმინალები“ ქადაგებენ.
“რა უნდათ, რას ვერ პატიობენ შორენა ბეგაშვილს?” – კითხულობენ ვიღაცები გულუბრყვილოდ. რას ვერ პატიობენ და სილამაზეს. კიდევ იმას, რომ ამათგან განსხვავებით წარმატებული და თავისუფალი ადამიანია და საკუთარი კარიერა აქვს.
“რამ გაგაბოროტათ, ხალხო?” – კითხულობს მეორე ნაწილი საზოგადოებისა. რამ გააბოროტათ და გაუნათლებლობამ, სიბნელემ და იმ ცრურწმენებმა, რასაც ეკლესიებში და საპატრიარქოში ჩაბუდებული წვერებიანი ექსტრემისტები და კრიმინალები ქადაგებენ, თქვენ რომ სასულიერო პირებს უწოდებთ და ღვთისმსახურებს. აი იმათ გააბოროტეს ეს ადამიანები. შორენას შვილს მალე გამოჯანმრთელებას და ყველაფერს კარგს ვუსურვებ! ის აუცილებლად უნდა გადარჩეს! მაგრამ წუხელ, გარდა იმისა, რომ შორენა ბეგაშვილის, როგორც დედის უბედურება თავიდან არ ამომდიოდა, მას შემდეგ რაც ეს ტრაგედია მოხდა, ამ და სხვა ამისი მსგავსი კომენტარების წაკითხვის შემდეგ სხვადასხვა სააგენტოზე (“ღირსია, დედის ცოდვებმა უწია”, “ნეტა მოკვდეს”, “დაჯექი ახლა შორენა და იზომე ტრაკი და ძუძუები და ილაპარაკე სექსზე”, “ღირსია შორენა” და ა.შ.), ვფიქრობდი… ვფიქრობდი, მსგავსი რამ რომ თეა თუთბერიძის შვილს შემთხვეოდა (საშინელებაა ამ აზრის თავში გავლება, მაგრამ გიწევს), რა შეიძლებოდა მომხდარიყო, ხვდებით? ხვდებით, რა საყოველთაო ზეიმი ექნებოდათ ამ ვითომ მორწმუნეებს? წარმოგიდგენიათ რა კომენტარები დაიწერებოდა? კი, წარმოგიდგენიათ ალბათ და მეც წარმომიდგენია. უფრო სწორად ზუსტად ვიცი. ბევრს აღარ გავაგრძელებ და მოკლედ ვიტყვი, ეს საზოგადოება კი არა ტვინით და სულით ავადმყოფების ბრბოა! ამ ბრბოს სულიერი წინამძღოლი კი, ამ საყოველთაო უბედურების სათავე, პატრიარქად და ერის სულიერ მამად წოდებული ილია მეორეა, ვისი წყალობითაც რუსეთი საქართველოში დასახულ მიზნებს აღწევს. ფაქტი სახეზეა. არც მეტი, არ ნაკლები, ჩვენ უკვე მართლმადიდებლური ირანი შეგვრჩა ხელში“,-წერს თეა თუთბერიძე ფეისბუქზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები