“უვაჟკაცესი გოგოა” – შორენა ბეგაშვილის შვილმა საოპერაციოში შესვლამდე დედა დაამშვიდა

 “ბავშვს ასეთი მძიმე ტრამვები აქვს და დედამისს აქეთ აწყნარებს”, – ამ შინაარსის სტატუსს სოციალურ ქსელში პროდიუსერი კახა მამულაშვილი, იგივე, მამულიჩა აქვეყნებს.
მისი თქმით, ბეგაშვილის ქალიშვილი უმაგრესი და უვაჟკაცესი გოგოა. “ევა არის უმაგრესი და უაჟკაცესი გოგო.. მოკლედ, საოპერაციოში შეიყვანეს…  ყველაფერი კარგად იქნება “, – წერს კახა მამულაშვილი.
შეგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე მე-5 სართულიდან 26 მარტს გადავარდა. ევა ბარბაქაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები