მომღერალ ნინა წკრიალაშვილის ინფორმაციით, შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის ევა ბარბაქაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ ნინა წკრიალაშვილმა “კვირა+“-თან საუბრისას აღნიშნა.
“ევას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, გადარჩა და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა მომღერალმა.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა ევა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანონ, ნინა წკრიალაშვილი აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. შორენა ბეგაშვილის 14 წლის გოგონა ევა ბარბაქაძე მე-5 სართულიდან გადმოვარდა. როგორც ოჯახის წევრები პირად საუბრებში აცხადებენ, ეს იყო შემთხვევითობა, გოგონა იმ მომენტში ფანჯრის რაფაზე იჯდა.
სხვა სიახლეები