ეგვიპტელმა მეცნიერებმა ახალი მტკიცებულებები აღმოაჩინეს, რომელზე დაყრდნობითაც არ გამორიცხავენ, რომ ნეფერტიტის საფლავი ფარაონ ტუტანხამონის სარკოფაგთან ახლოს მდებარე საიდუმლო ოთახში მდებარეობდეს.
აღნიშნული ფაქტის ჭეშმარიტებას არ გამორიცხავს ხელისუფლებაც და ამაზე სამთავრობო წრეების წარმომადგენლები უკვე ღიად საუბრობენ. მეცნიერების განმარტებით, ნეფერტიტის მავზოლეუმში ჩატარებულმა სკანირებამ ორ კედელს მიღმა ცარიელი სივრცეები აჩვენა, სადაც სხვადასხვა ობიექტი და მასალა იკვეთება. ვარაუდის დამტკიცების შემთხვევაში, აღმოჩენა ეგვიპტური არქეოლოგიის მნიშვნელოვანი წარმატება იქნება.
სხვა სიახლეები