„საქვეყნოთ აჭენებენ და ხითხითობენ, თითქოსდა, ხვევნა-კოცნა და ალერსი საჩოთირო საქმე ჰყოფილიყოს“

ფეისბუქგვერდი, „ტფილისის სტამბა“ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოების გავრცელების ფაქტებს ეხმიანება და „სხვათა საწოლში ჭვრიტინის“ გამო შეშფოთებას გამოხატავენ.
„ტფილისის სტამბაში“ სხვა პუბლიცისტებთან ერთათ ფრიად ვჰშფოთავთ, რად უჭვრიტინებენ ზოგ-ზოგნი სხვათა მათს საწოლებში და შემდეგ საქვეყნოთ აჭენებენ და ხითხითობენ, თითქოსდა ხვევნა-კოცნა და ალერსი საჩოთირო საქმე ჰყოფილიყოს. ბევრი წლების წინად ქართველნი დიაცნი ასეთს ფოტოგრაფიებს ჰღებულობდნენ და რას იფიქრებდნენ, ამდენი წლების შემდგომაც ვიღაც-ვიღაცანი აბანოში ჭუჭრუტანაში მომზირალთ მსგავსათ უგვანოთ მოიქცეოდნენ. ამის გამოდ ჩვენ გსთავაზობთ ორთაჭალის ტურფის ფოტოგრაფიას და ვამბობთ, რომ ხვევნა-კოცნა საჩოთირო სრულადაც არ არის“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე „ტფილისის სტამბა“.

კომენტარები

სხვა სიახლეები