როგორ გავარჩიოთ ორიგინალი სუნამო პატენტისგან – 6 მეთოდი

ძალიან ხშირად ვხვდებით სუნამოებს, რომლებიც გაჭრილი ვაშლივით გვანან ორიგინალს. შესაძლოა იგი ორიგინალი გვეგონოს და ჩავთვალოთ, რომ ორჯერ და სამჯერ მეტი თანხის გადაყრა მაღაზიებში არ ღირს, როცა იმავეს შეძენა გაცილებით ნაკლებ ფასად შეგვიძლია. როგორ გავარკვიოთ რომელია ორიგინალი და რომელი პატენტი?

1. პოლიეთილენის შეფუთვა

სუნამოს არომატის შეგრძნებას თავიდანვე ვერ შეძლებთ, ამიტომ ვცადოთ მათი სიყალბის ვიზუალურად დადგენა:

თუ ყუთი გამჭვირვალე პოლიეთილენით არის შეფუთული, მაშინ იგი სწორად, ყოველგვარი დეფექტების გარეშე უნდა ეკვროდეს მას. პოლიეთილენი შეკვრაზე თერმო მეთოდით არის გადაკრული და არა წებოვანი ლენტით. ორიგინალი შეფუთვა დაკუჭული პოლიეთილენით არასდროს იქნება შეფუთული.

2. ყუთი

ნამდვილ ფრანგულ სუნამოზე ვერასდროს აღმოაჩენთ წარწერას „parfume“, რადგან სწორია «parfum»

ყურადღებით დააკვირდით პარფიუმის ყუთს. ყველაზე მინიმალური, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ – ეს სახელწოდებაა. პატენტებში ხშირად გვხვდება გამოტოვებული ასოები ან დამატებითი ასოები, შემდეგ საქმე ცოტა რთულადაა:

ყუთზე მითითებული უნდა იყოს არა მხოლოდ მწარმოებელი ქვეყანა, არამედ ისიც, რომ სუნამო შექმნილია ამ ქვეყანაში, ანუ მაგალითად, არა მხოლოდ «Italy», არამედ «Made in Italy».

ორიგინალ ყუთზე უნდა იყოს ინფორმაცია: სუნამოს ვადა, მწარმოებელი ქვეყანა, მისი შემადგენლობა და ოდენობა (მოცულობა)

3. ნიშნები

„შეძელი ნიშნების წაკითხვა“ – ამას თითოეულ ჩვენთაგანს ბავშვობიდან გვასწავლიდნენ. ორიგინალ შეფუთვაზე ეძებე ნიშნები:

შტრიხ კოდი, რომელსაც კარგი იქნება თუ შეამოწმებთ. უბრალოდ ტელეფონში შესაბამისი აპლიკაცია გადმოწერეთ, რომელიც შტრიხ კოდებს კითხულობს და ასახელებს იმ ქვეყანას, რომელსაც იგი ეკუთვნის. თუ ეს კოდი სუნამოზე მითითებულ ქვეყანას ემთხვევა, მაშინ ვსვამთ ერთ პლუსს (არსებობს „კარგი“ პატენტებიც)

შეხედეთ ნიშანს „recycling“-ს, ის მკვეთრი უნდა იყოს.

შემდეგ ვეძებთ რიცხვებს, რომლებიც ამოტვიფრული უნდა იყოს ყუთზე და არა უბრალოდ დაბეჭდილი. ასეთივე ნიშანი ფლაკონზეც უნდა ნახოთ.

მრგვალი შავი ისარი თეთრ რგოლში, ეს აუცილებლად უნდა იყოს ყუთზე.

სერიული ნიშანი კი აუცილებლად უნდა იყოს ყუთზე, შესაძლოა წებოვან ლენტზე ამოტვიფრული და იგი არ უნდა იშლებოდეს.

4. დამატებითი კონსტრუქცია

ყუთის შიგნით აუცილებლად უნდა იყოს დამატებითი კონსტრუქცია, რომელიც სუნამოს ფლაკონს არ აძლევს „მოძრაობის უფლებას“. ხშირად იგი თხელი მუყაოსგან არის შექმნილი და მისი ამოღება მარტივია. იგი შესაძლოა ნებისმიერი ფორმის იყოს, მაგრამ მისი არსებობა აუცილებელია.

5. ფერი

თუ თქვენს საყვარელ სუნამოს მუქი ფერი აქვს, მაშინ ესტუმრეთ მწარმოებლის ვებ გვერდს და იხილეთ როგორ უნდა გამოიყურებოდეს იგი. გახსოვდეთ, რომ ორიგინალი სუნამოების ფერი ნაზი და მიმზიდველია.

6. მიაქციეთ ყურადღება ფლაკონის თავსახურს

ფლაკონის თავსახური იდეალურად სიმეტრიული უნდა იყოს. აუცილებლად გაიგეთ, რა მასალისგან უნდა იყოს თავსახური დამზადებული. როგორც წესი, ამ ინფორმაციის მიღება ამა თუ იმ სუნამოს ოფიციალური მწარმოებლის ვებ გვერდების საშუალებით არის შესაძლებელი.

წყარო:http://www.newposts.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები