13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს დაისვენეთ. ეწვიეთ სპა-სალონს, გაიკეთეთ მასაჟი, მკვებავი ნიღაბი; მიიღეთ არომატული აბაზანა. კარგ დღეა აბანოში წასასვლელადაც.

კურო
მოაწესრიგეთ საოჯახო, საბინაო საკითხები. გამონახეთ დრო დასვენების, კითხვისა და სილამაზისთვის. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

ტყუპი
ორშაბათიდან რთული სამუშაო კვირა იწყება. ამიტომ, დღეს დაისვენეთ, გაისეირნეთ. დაასრულეთ დაწყებული საოჯახო საქმეები.

კირჩხიბი
ეწვიეთ სილამაზის სალონს. კარგი დღეა ვარცხნილობის შესაცვლელად. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ. ჩამოწერეთ სამომავლო გეგმები.

ლომი
გამოიძინეთ, დაისვენეთ. მიიღეთ არომატული აბაზანა. გაანებივრეთ საკუთარი თავი შენაძენით. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

ქალწული
დაისვენეთ სამსახურის და  საოჯახო საქმეებისგან. კარგი დღეა იმიჯის შესაცვლელად. სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურებისა და თმის მოვლისთვის.

სასწორი
სასიამოვნო საქმიანობას დაუთმეთ დრო. იკითხეთ, უყურეთ ფილმებს. სამუშაო კვირის დაწყების წინ გამოიძინეთ, გაიძლიერეთ იმუნიტეტი.

მორიელი
დღეს დაისვენეთ და სამსახურის საქმეები ორშაბათიდან განახორციელეთ. საღამოს რომანტიკული პაემანი გელით. მარტოხელებს – მსუბუქი რომანის დაწყება.

მშვილდოსანი
ორშაბათიდან კოლეგებისა და პარტნიორების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. ამიტომ, დღეს უნდა დაისვენოთ და გარეგნობაზე იზრუნოთ.

თხის რქა

კარგი დღეა გარდერობის გასაახლებლად, საყიდლებისთვის. გამონახეთ დრო საოჯახო საქმიანობისა და შვილებთან ურთიერთობისთვის.

მერწყული
დაისვენეთ, გაიხსენეთ ჰობი, საყვარელი საქმიანობა. მოაწესრიგეთ საოჯახო საქმეები. გაიარეთ მაღაზიებში. საღამო მეგობრებთან ერთად ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

თევზები
დღევანდელი დღე შინ გაატარეთ. გადაახარისხეთ სამოსი, გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. მიიღეთ არომატული აბაზანა, იკითხეთ და გამოიძინეთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები