ედუარდ შევარდნაძის ყოფილი რძალი, პიანისტი თათია შარანგია ოჯახთან ერთად მაიამი ბიჩზე ისვენებს. თათიამ ფეისბუქის პირად გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ცხოვრების შესახებ პირადი შეხედულებები საზოგადოებას გაუზიარა და რომელიც ყველა ჩვენგანს დააფიქრებს.
„ყველას მოგვწონს, როცა კარგად გამოვიყურებით… ჩემს ცხოვრებაში მოხდა ისეთი რამ, რომ მივხვდი… გარეგნობა წარმავალია… შეიძლება ერთ დღეს გაიღვიძო, სარკეში ჩაიხედო და ის შენი ნალოლიავები ვიზუალი აღარ არსებობდეს, გაიცვითოს, დაზიანდეს… ან უბრალოდ ფერი იცვალოს.. ზუსტად ამ დროს ხვდები, საიდან მოდის შენი ჭეშმარიტი სილამაზე… დიდხანს ვიფიქრე, საიდან? -თვალებიდან… რადგან თვალები სარკეა სულიერი სამყაროს, რადგან თვალები არასოდეს ტყუის, რადგან მას არ შეუძლია ატაროს ყველასთვის მობეზრებული – ნიღაბი… რადგან მხოლოდ სულიერია უკვდავი, რადგან მხოლოდ მას ვერ ერევა დრო, ვითარება… მას არ უჩნდება ნაოჭები, თუმცა მივხვდი, ნაოჭებს არ უხდება მალვა… თითო ნაოჭი ჩვენი ცხოვრების ისტორიის ნაწილია… ის გვახსენებს როგორც საკუთარ მიღწევებს, ასევე ჩვენს ნაკლოვანებებს…მაგრამ მაინც, სულიერია უკვდავი… იცით, მას არც ასაკი აქვს… ის სარკეა ჩვენი განწყობის, ცხოვრებისეული ხედვის…. ასაკი… ესეც როგორი პირობითია, ჩვენს რეალურ ასაკზე. მეტყველებს ჩვენი ისევ და ისევ შინაგანი მდგომარეობა… თუ გვიყვარს, თუ გვწამს, თუ პოზიტიურად ვაფასებთ თითოეულ წამს, ღმერთისგან ბოძებულს, ჩვენ მუდმივად ახალგაზრდა ვართ… სიბერე მაშინ დგება, როცა აღარ გვჯერა, რომ თითოეული მზის ამოსვლა არის ახალი შანსი ახალი ნაბიჯების, მწვერვალებზე ასვლის, ოცნებების ასრულების…. მანამ, სანამ ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ოცნება დაჟინებული სურვილისას სრულდება, ჩვენი სული არის ახალგაზრდა, სული კი ბევრად ძლიერია, ვიდრე სხეული… მე უბალოდ მინდა, მიუხედავად მძიმე ყოფისა, მიუხედავად უამრავი სირთულისა, გვჯეროდეს, რომ ჩვენს ხელშია ჩვენი მომავალი, ჩვენი ბედნიერი სახეები, ჩვენი გაბრწყინებული თვალები… მინდა გვჯეროდეს, რომ რაც მეტ სიკეთეს გავაკეთებთ, რაც მეტად ვაპატიებთ, უფრო მსუბუქი იქნება ჩვენივე სხეულის ზიდვა ჩვენთვის… მე მინდა გვჯეროდეს, რომ სიკეთე ახანგრძლივებს ცხოვრებას, აფერადებს სულს, სული კი ირეკლება გარეგნობაზე… მე მინდა ყველა თავს ვგრძნობდეთ სრულყოფილად და ვფიქრობდეთ, რომ ცხოვრება შედგა, ეს კი მოხდება მაშინ, როცა: მივხვდებით, რომ ბედნიერება მოაქვს არა მდგომარეობას, არამედ ბედნიერ სახეებს გარშემო… როცა მივხვდებით, რომ სილამაზე არა ფასადურია, არამედ ბევრად ღრმა – სულიერი… როცა მივხვდებით, რომ ოცნებების ასრულებაში ბედისწერა კი არ გვიშლის ხელს, არამედ სურვილის ნაკლებობა… როცა მივხვდებით, რომ ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია და რომ ჩვენ ვაგებთ პასუხს ჩვენ მიერ გაკეთებულ ყველა არჩევანზე… მიყვარხართ და ვიცხოვროთ სიყვარულზე შეყვარებულებმა“… – წერს თათია შარანგია.