გიგი უგულავას ყოფილი მეუღლე, ლელა კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე შვილის წერილს აქვეყნებს. მისი შვილი წერილში დედაზე ყვება.
„დედაჩემი არის ყველაზე კარგი დედა. ის ლამაზი, მხიარული და საყვარელია. ჩემი დედა ყოველთვის მუშაობს, ის არ მიბრაზდება. არ მიყვირის, მაგრამ კარგად ვერ ვხედავ, სულ სადღაც მიდის. ის მე სულ მეუბნება, არ იდარდო, ეს გამოგივა და კეთილი იყავიო.
დედიკოს ბევრ გასართობ ადგილას დავყავარ, ხანდახან – ეგვიპტეშიც კი. ჩემი დედა არასდროს არაფერზე წუხს. ის მხიარულია და კარგი განწყობიანი. მე ჩემს დედასთან ერთად ყველა დღე მომწონს. დედა სულ მეხმარება. მაწყნარებს და არ მაბრაზებს. არც მე არ ვაბრაზებ, მე არ ვეკამათები და ვესიყვარულები, როგორც ის მე. მე ძალიან მიყვარს დედა, სულ მასზე ვფიქრობ და სიზმრებშიც მესიზმრება“.
Next Post
სხვა სიახლეები