ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა “სხვა რაკურსი”, სერიალ “ორი ბედის” ვარსკვლავ გაურავ ჩოპრას საქართველოში სტუმრობის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
“ვადევნებთ თვალყურს თქვენს კომენტარებსა და შეტყობინებებს. პირველ რიგში, გვინდა ბოდიში მოგიხადოთ, ყველას ვერ გპასუხობთ, რადგან ძალიან ბევრი შეტყობინება მოგვდის. “ორი ბედის” ვარსკვლავი მისტერ რათხოდის (გაურავ ჩოპრას) ქართველების სიყვარულმა და მასთან შეხვედრის სურვლმა მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენი მთავრი მიზანი, მისი საქართველში ჩამოყვანის იყო ის, რომ ყველას გქონოდათ მასთან შეხვედრის შესაძლებლობა, ძალიან ბევრი იყო მსურველი, ვისაც გადაცემის ჩაწერის პროცესში გინდოდათ მონაწილეობა. ვიმედოვნებთ გაგვიგებთ, რომ ფიზიკურად ყველა ადამიანის სურვილს ვერ დავაკმაყოფილებდით. შევთავაზეთ მისტერ რათხოდს (გაურავ ჩოპრას) რიყის პარკში შეხვედროდა თავის გულშემატკივრებს, მაგრამ მისი სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე სასწრაფოდ ტოვებს თბილისს, თუმცა პირობას გვაძლევს, რომ აპრილში აუცილებლად გვესტუმრება და ყველას გექნებათ შეხვედრის შესაძლებლობა. თითოეული თქვენთანგანი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამდენად “სხვა რაკურსი” გია ჯაჯანიძესთან ერთად თავის მაყურებელს აძლევს პირობას, რომ კიდევ ერთხელ უზრუნველყოფს მისტერ რათხოდის (გაურავ ჩოპრას) ჩამოყვანას. ჩვენ გვჯერა თქვენი გულისხმიერების, ჩვენი ერთგული მაყურებლის”, – ნათქვამია გადაცემის გუნდის განცხადებაში.
სხვა სიახლეები