ქართველი ჟანა დ’არკი – 19 წლის ასაკში ფრონტზე მოხალისედ წასული მარო მაყაშვილი

 

სოციალურ ქსელ ფეისბუქის მომხმარებელი გიორგი მშვენიერაძე საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მარო მაყაშვილს იხსენებს.

„მარო მაყაშვილი, წითელი არმიის შემოჭრის დღეებში, 19 წლის ასაკში მოხალისედ წავიდა ფრონტზე, „წითელ ჯვარში“ ჩაეწერა მოწყალების დად და შეუერთდა კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს. 19 თებერვალს, ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში. დაკრძალულია ქართველ იუნკერებთან ერთად ყოფილი სამხედრო ტაძრის ეზოში (ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობის ტერიტორია რუსთაველის გამზირზე).

მარო მაყაშვილის პატივსაცემად ზაქარია ფალიაშვილმა თავისი ოპერა „დაისის“ მთავარ გმირს მისი სახელი – მარო – დაარქვა. სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პირველი მსხვერპლი – ქალის დაღუპვა მძიმედ განიცადა ქართველმა საზოგადოებრიობამ, რაც აისახა იმდროინდელ პრესაში, მას ქართველი ჟანა დ’არკი უწოდეს. 2015 წლის 24 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მარო მაყაშვილს გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. მარო მაყაშვილი გახდა პირველი ქალი, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა“,- წერს გიორგი მშვენიერაძე.

წყარო:https://www.facebook.com/photo.php?fbid=10208167855215277&set=a.4799721552113.2187125.1268263429&type=3&theater

12782497_1139262632785246_1725725283_n

კომენტარები

სხვა სიახლეები