პასტა ბადრიჯნითა და სოკოთი

ინგრედიენტები:
მაკარონი – 350 გრ.
ბადრიჯანი – 1 ცალი,
სოკო – 250 გრ,
ნიორი – 3 კბილი,
ტომატ-პასტა – 350 გრ.
წყალი – 300 გრ.
მარილი, წიწაკა – გემოვნებით, ზეთი, მწვანილი.
მომზადების წესი: ბადრიჯანი კუბიკებად დავჭრათ, მარილი მოვაყაროთ და 20 – 30 წუთით დავტოვოთ. შემდეგ გავრეცხოთ და გავამშრალოთ. ტაფა გავაცხელოთ და ბადრიჯანი 3 -5 წუთი შევწვათ. შემდეგ 1 კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი და სოკო დავუმატოთ და ცეცხლზე ისევ 2 წუთი დავტოვოთ. მზა კერძი ცალკე ჭურჭელში გადავიტანოთ. ამავე ტაფაში წყალი ჩავასხათ. მაკარონი, ტომატ-პასტა და დარჩენილი ნიორი ჩავყაროთ. მარილი მოვაყაროთ. ადუღებამდე მივიყვანოთ და ვადუღოთ, სანამ მაკარონი არ მოიხარშება. პასტა თეფშზე გადმოვიტანოთ და ზემოდან ბადრიჯანი და სოკო დავასხათ. ბოლოს მწვანილი მოვაყაროთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები