საუკეთესო სტილის მამაკაცთა რეიტინგში კახა კალაძემ ბრედ პიტს გაასწრო

პოპულარულმა ჟურნალმა GQ-მ მსოფლიოს ყველაზე კარგი სტილის მქონე მამაკაცთა საუკეთესო 50-ეული გამოაქვეყნა. მათ შორის კახა კალაძე მე-6 პოზიციაზე აღმოჩნდა.
„საინტერესო ბედის მქონე ადამიანი, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, ამჟამად საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ის ჩაცმულობით იტალიური სტილის მიმდევარია – ძალიან უყვარს ზოლებიანი პიჯაკები და პასტელის ფერების ტრიკოტაჟის ტანსაცმელი“, – წერს გამოცემა.
კახა კალაძემ ამ რეიტინგში წარსულში ცნობილ ფეხბურთელს, ზინედინ ზიდანსა და ჰოლივუდელ მსახიობებს – ჯორჯ კლუნსა და ბრედ პიტს გაასწრო.

კომენტარები

სხვა სიახლეები