10 ჩვევა, რომელიც ტვინს საფრთხეს უქმნის

ტვინი – ორგანიზმის ყველაზე მთავარი ორგანოა. გთავაზობთ იმ ჩვევების ჩამონათვალს, რომელიც შესაძლოა, თითოეულ ჩვენგანს ახასიათებდეს, თუმცა ეს ჩვევები მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს ტვინს.

1. საუზმეზე უარის თქმა ადამიანებს, რომლებიც არ საუზმობენ, სისხლში გლუკოზის დაბალი შემცველობა აქვთ, ამას თავის ტვინის დაბალ აქტივობამდე მივყავართ.

2. საჭმლის ზედმეტი რაოდენობით მიღება – გადანაყრება თუ თავს ზედმეტი საკვების მიღების უფლებს აძლევ, იცოდე, რომ შენს ორგანიზმსა და სისხლძარღვებში დაგროვდება ქოლესტერინი.

3. მოწევა სიგარეტი აზიანებს თავის ტვინს და კლავს მის უჯრედებს. ბოლო კვლევებმა დაადასტურა, რომ მოწევა ალცჰეიმერის დაავადების გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია.

4. ჰაერის დაბინძურება მართალია ეს ფაქტორი მხოლოდ თქვენზე არაა დამოკიდებული, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ თუ თავის ტვინს არ ყოფნის ჟანგბადი, მაშინ მისი ფუნქციონირება საგრძნობლად ფერხდება.

5. შაქრის დიდი რაოდენობით მოხმარება რაც მეტია შაქარი, მით მეტია ტოქსინები ორგანიზმში და ნაკლებია სასარგებლო ნივთიერებები.

6. ნარკოტიკები და ალკოჰოლი ამ ნივთიერებებს თავის ტვინის ფუნქციების სავალალო დარღვევამდე მივყავართ.

7. გამოუძინებლობა თუ შენ საკმარისად არ გძინავს, ეს შენს ორგანიზმს კარგს არაფერს მოუტანს. ძილის უკმარისობა თავის ტვინის უჯრედების კვდომას იწვევს.

8 . ავადმყოფობის დროს მუშაობა როდესაც ადამიანი ავადაა, თავის ტვინის აქტიური მუშაობა საზიანოა, რადგან ამ დროს ორგანიზმი მთელს რესურსებს ავადმყოფობასთან საბრძოლველად იყენებს, შესაბამისად, ტვინი საჭირო ჟანგბადს ვეღარ იღებს.

9. სტიმულირების და განვითარების ნაკლებობა ტვინისთვის აუცილებელია მუდმივი სტიმულირება, ამიტომაც შეგიძლიათ ტელევიზორის ყურების პარალელურად წაიკითხოთ წიგნი, ამოხსნათ კროსვორდი ან ითამაშოთ ჭადრაკი.

10. ნაკლები საუბარი საუბარი თავის ტვინის სტიმულირების ერთ-ერთი საშუალებაა, ლაპარაკის დროს შენ იხსენებ ფაქტებს, სწავლობ ახალ სიტყვებს, გამოხატულებებს, ამით კი ერთგვარ ვარჯიშს უტარებ შენს ტვინს.

კომენტარები

სხვა სიახლეები