ქალის ფეხსაცმლის ფორმის ეკლესია 320 დიდი ცისფერი მინისგან შედგება. მისი სიმაღლე 16 მეტრს შეადგენს.ჯამში მისი აგება 23 მილიონი დოლარი დაჯდა. უცნაური ფორმის ეკლესია საზოგადოებისთის ჩინურ ახალ წელს 8 თებერვალს გაიხსნება.
მისი მშენებლობა გასული წლის ივნისში კუნძულის ხელმძღვანელობის ინიციატივით დაიწყო. დასავლური ქვეყნების წარმოადგენლებს შეიძლება ფეხსაცმელი კონკიას ამბავს ახსენებდეს, მაგრამ სინამდვილეში ის ბევრად სამწუხარო და ნამდვილ ამბავს უკავშირდება. ტაივანში ცხოვრობდა ღარიბი გოგო იონგი, რომელსაც 1960 წელს მძიმე ავადმყოფობის შედეგად ორივე ფეხის ამპუტაცია დასჭირდა და ამის გამო დაგეგმილი ქორწილი ჩაეშალა.
ეკლესიაში რეგულარული ღვთისმსახურება არ იქნება, ის მხოლოდ საქორწინო ცერემონიალებისთვის და ტურისტებისთვის არის განკუთვნილი.
სხვა სიახლეები