ამერიკელი მუსიკოსი კრის ბოტი ზაზა ფაჩულიას მხარდაჭერას უცხადებს

ამერიკელი მესაყვირე და კომპოზიტორი, „გრემის“ გამარჯვებული კრის ბოტი ფეისბუქის მომხმარებლებს მოუწოდებს ხმა მისცენ ქართველ კალათბურთელს ზაზა ფაჩულიას, რათა მან ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის „ყველა ვარსკვლავის“ თამაშში მიიღოს მონაწილეობა.
როგორც კრის ბოტმა ფეისბუქში დაწერა, ზაზა ფაჩულია მისი კარგი მეგობარია და მან ამ სეზონში „ყველა ვარსკვლავის“ მატჩში აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა.
„ზაზასთვის ხმის მიცემა რთული არ არის და საკმაოდ სწრაფად ხდება. ამისთვის მხოლოდ აუცილებელია თქვენს გვერდზე.დაწეროთ #NBAVOTE Zaza Pachulia. თუ ის 5 საუკეთესოს შორის მოხდვა, მაშინ ავტომატურად „ყველა ვარსკვლავის“ თამაშში მიიღებს მონაწილეობას“ – წერს ბოტი. ცნობისთვის, კრის ბოტი 2014 წელს საქართველოში იმყოფებოდა და კონცერტი გამართა.
12571009_1639344769659426_421058321_n

კომენტარები

სხვა სიახლეები