როგორ დაიწერა „ბესამე მუჩო“ და ვინ იყო გოგონა, ვინც საუკუნის სიმღერა 15 წლის ასაკში შექმნა

პოპულარული სიმღერა “ბესამე მუჩო” მექსიკელმა კომპოზიტორმა კონსუელო ველასკესმა ჯერ კიდევ 1940 წელს დაწერა, თუმცა პოპულარობას დღემდე ინარჩუნებს. ესპანურ ენაზე დაწერილი სიმღერა 20 -ზე მეტ ენაზე ითარგმნა და სხვადასხვა ინტერპრეტაციით მსოფლიოს საუკეთესო ჯგუფებმა 12539916_1110106275700882_785582846_nდა მომღერლებმა შეასრულეს.
სხვადასხვა ეპოქაში მრავალი სიმღერა შექმნილა, რომელიც მსოფლიო ჰიტად ქცეულა, თუმცა განსაკუთრებულ აღნიშნვას იმსახურებს ის ფაქტი, რომ „ბესამე მუჩო“ („მაკოცე მაგრად“) კონსუელო ველასკესმა 15 წლის ასაკში დაწერა. წლების შემდეგ, როდესაც მას ჰკითხეს, ვინ იყო მისი სიყვარული, რომელმაც ასეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, ველასკესის პასუხი ყველასთვის გასაოცარი აღმოჩნდა. როგორც კომპოზიტორმა აღნიშნა, სანამ ამ სიმღერას დაწერდა, მას არც კი უკოცნია ვინმესთვის. ველასკესის თქმით, ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო.
სიმღერას სხვადასხვა დროს სხვადასხვა სტილში ასრულებდნენ ისეთი დიდი მომღერლები, როგორიცაა პლასიდო დომინგო, ელვის პრესლი, ხოსე კარერასი, ჯგუფი “ბითლზი” და ა.შ.
კონსუელო ველასკესი დაიბადა 1924 წლის 21 აგვისტოს ქალაქ გუზმანში, მექსიკაში. მან პიანინოზე დაკვრა 4 წლის ასაკში დაიწყო. ველასკესი 6 წლის ასაკში უკვე დიდ სცენაზეც გამოდიოდა. იგი მოგვიანებით სასწავლებლად გაემგზავრა მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში და სწავლა განაგრძო მექსიკის ეროვნულ კონსერვატორიაში, სადაც სიმღერების წერას მოჰკიდა ხელი და, ამავდროულად, ცნობილი პიანისტი გახდა.
ბესამე მუჩო პირველად 1941 წელს ჩაიწერა. ეს სიმღერა გახდა მეოცე საუ12506693_1110106305700879_311642063_nკუნის უდიდესი ბიგ- ბენდის ჰიტი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში.
1999 წელს „ბესამე მუჩო“  ერთადერთი მექსიკური სიმღერა გახდა, რომელიც აშშ – ს ჰიტ-პარადში მთელი სამი თვის განმავლობაში პირველ ადგილს ინარჩუნებდა. „ბესამე მუჩო“ საუკუნის სიმღერად აღიარეს.
ამ სიმღერამ ველასკესს უდიდესი პოპულარობა მოუტანა. ის ჰოლივუდში ლეგენდარულ ვოლტ დისნეისთან შესახვედრად მიიწვიეს და მის ფილმ “ვოლტ დისნეიზე” თანამშრომლობაზეც დათანხმდა. ველასკესი ასევე მონაწილეობდა ცნობილ რუსულ ფილმში – “მოსკოვს ცრემლების არ სჯერა”, რომელმაც 1980 წელს, როგორც საუკეთესო უცხოურმა ფილმმა „ოსკარი“ აიღო.
ველასკესი ამავდროულად უამრავი სიმღერის ავტორია, რომლებმაც ასევე დიდი წარმატება მოუტანეს მის ცხოვრებას. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია: “Yo no fui” , “Anoche”, “Al nacer este día”, “Aunque tengas razón”, “ Déjame quererte”, და სხვ. მიუხედავად წარმატებისა და საზოგადოების სიყვარულისა, კონსუელო ველასკესმა ცხოვრება მარტოობაში გაატარა და არასდროს დაქორწინებულა.
კონსუელო ველასკესი 2005 წლის 22 იანვარს გარდაიცვალა.

კომენტარები

სხვა სიახლეები