ლივ ტაილერი მესამე შვილს ელოდება

როგორც ჩანს, მსახიობი ლივ ტაილერი დეივ გარდნერს კიდევ ერთ საჩუქარს გაუკეთებს, ტაილერი მესამე შვილს ელოდება,- ამის შესახებ მსახიობმა სოციალურ ქსელ ინსტაგრამში დაწერა.
„ღმერთო, როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ დადგება აისი. ჩემს მუცელში კიდევ ერთი ტაილერ – გარდნერი იზრდება. ჩვენი ოჯახი ფართოვდება. ძალიან ბედნიერი ვარ. დეივ, მიყვარხარ“- წერს ლივ ტაილერი.
ეს პატარა ტაილერის და გარდნერის მეორე ერთობლივი შვილი იქნება. გასული წლის თებერვალში მათ უკვე შეეძინათ ვაჟი – სეილორ ჯინი. გარდა ამისა, ლივი კიდევ ერთ შვილს – 11 წლის მაილოს ზრდის, რომელიც პირველი ქორწინებიდან როისტონ ლენგოდოსთან ჰყავს. ოჯახში მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ, ტეილორის გარდა, მისმა მეუღლემაც დაწერა. „ჩემი სიყვარული ორსულადაა. ძალიან აღელვებული და ბედნიერი ვარ. მე შენ მიყვარხარ“, – წერს დეივ გარნერი ინსტაგრამში.

12512101_1110093515702158_214363447_n

კომენტარები

სხვა სიახლეები