ფილმ „ცხრა ნახევარი კვირას“ ვარსკვლავმა, მსახიობმა კიმ ბესინჯერმა დაამტკიცა, რომ ბედნიერების პოვნა ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია. მსახიობის რჩეული სტილისტი მიჩ სტოუნი გახდა. პაპარაცებმა კიმ ბესინჯერს და მის „ბოიფრენდს“ – მიჩ სტოუნს ფოტო გადაუღეს, სადაც მათ არათითზე ერთნაირი საქორწინო ბეჭდები უკეთიათ.
ინტერნეტში თავიდან გავრცელდა ჭორები, რომ ის უკვე გათხოვდა, თუმცა ამის შესახებ განმარტება კიმის დედამ გააკეთა.
„არა, ის ჯერ არ გათხოვილა, მაგრამ მალე შესაძლოა, ოჯახი შექმნას. ამჟამად ის არაჩვეულებრივ მამაკაცს ხვდება, რომელიც მართლა უყვარს. ისინი უკვე დაინიშნენ და ქორწინების ბეჭდები გაცვალეს, თუმცა არა მგონია, ქორწილი გადაიხადონ. ახლა ბევრი პრობლემა გვაქვს, ახლახან დავბრუნდი საავადმყოფოდან და დამოუკიდებლად არაფრის გაკეთება არ შემიძლია“, – განაცხადა მსახიობის დედამ.
აღსანიშნავია, რომ ალეკ ბოლდუინთან განქორწინებიდან, 12 წლის შემდეგ, ეს მსახიობის პირველი რომანია.
Next Post
სხვა სიახლეები