ყირგიზეთის უშიშროების კომიტეტმა ავსტრალიის მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მან ფეისბუქში ყირგიზეთის ნაციონალური კერძი ცხენის სასქესო ორგანოს შეადარა.
ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაიკლ მაქფიტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „ეროვნებათშორისი შუღლის გაღვივებისთვის“.
მაქჰიტმა სოციალურ ქსელში საახალწლო სუფრის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა. კერძებს შორის იყო ძეხვი „ჩუჩუკი“. ამ ფოტოზე ავსტრალიელმა კომენტარი დაწერა: „ყირგიზეთის მოსახლეობა ცხენის პენისს მიირთმევს“.
Prev Post
სხვა სიახლეები