სად და ვისთან ერთად აღნიშნა ზალიკო ბერგერმა დაბადების დღე (ფოტოკოლაჟი)

დიზაინერმა ზალიკო ბერგერმა დაბადების დღე შარდენზე, ერთ-ერთ კლუბში აღნიშნა, სადაც ქართული ბომონდის დიდმა ნაწილმა მოიყარა თავი. ბერგერი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. “კვირა+” დიზაინერის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
“უკვე მეორე წელია იუბილეს შარდენზე, კლუბ “ეგოისტში” აღვნიშნავ. ეს კლუბი შარშან ახალი გახსნილი იყო.  უფრო ადრე,  UNIQUE”-ს ტერასაზე ვიხდიდი ხოლმე, მანამდე – “MISSONI”-ში.
დაბდღე 2-ში მაქვს და ტრადიციულად სახლში 2-ში მოდიან ხოლმე სტუმრები. პირველში ბედობის და დაბდღის შეხვედრას, როგორც წესი კლუბში ვაწყობ და ძაან ვერთობით. სამწუხაროდ, წელს ნაკლები მომღერლები იყვნენ, ვიდრე შარშან. წელს უფრო დიჯეი უკრავდა. ისე მაგრად დაუკრა, ყველამ, მაყურებლიან-სტუმრიანად თქვა, არ გვინდა ამის მეტი არაფერიო, პარიზის ყველაზე “სვეცკი” კლუბის სიტუაციააო და მადლობა ამისთვის დიჯეი იზზის.
“ჰეფი ბერს დეი” მიმღერეს: ჩემმა დეიდაშვილმა, ზურა ხაჩიძემ, ნინამ, ნინი ქარსელაძემ, რატი დურგლიშვილმა… მეგობრებიდან ცნობილები იყვნენ: მამულიჩა, ოთო ფოლადაშვილი, ეკო ფანგანი, ასევე ცნობილი ფეხბურთელები, რაგბისტები, ოლიმპიური ჩემპიონები და ბიზნესმენები – შარშანაც იგივენი.  წელს ვერ მოვიდა, თუმცა  ტრადიციულად სულ მსტუმრობს ხოლმე აჩიკო მეფარიძე. ახლა ის ნიუ – იორკშია კონცერტით, გვაკლდა ასევე მერაბ სეფაშვილი და კრისტინკა.
სადღაც დილის 5 საათამდე ვიყავით, დავჭერით ტორტი, გვქონდა ფოიერვერკი და ძაან მოვილხინეთ”, – წერს ბერგერი ფეისბუქზე.
ამასთან, იგი მისთვის სასურველი და მისაღები საჩუქრების შესახებაც საუბრობს:
“წელს და შარშანაც თითქმის  სულ სასმელი მაჩუქეს – ძვირადღირებული ვისკი და კონიაკი, მაგრამ სუნამოები მერჩივნა. პირდაპირ ვითხოვ ხოლმე “პაკო რაბანნის”,  და, ან მილიონის კუპიურები მირჩევნია-თქო, ვიძახი”, – წერს ბერგერი ფეისბუქზე.
zaliko2
zaliko3
zaliko4
zaliko5

12486092_10153780229998426_7826721225414417954_o

11237922_10153780231623426_3366252830174168137_n

1422338_10153780229273426_1767267146146471159_n

10392_813135062131551_2139499226375208916_n

1

2

კომენტარები

სხვა სიახლეები