3 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი – დღეს გასაკეთებელი საქმეები ხვალისთვის არ გადადოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სერიოზული საუბარი საყვარელ ადამიანთან.

კურო – კარგი დღეა საყიდლებისთვის. საჩუქრებით ოჯახის წევრებიც გაახარეთ და საკუთარი თავიც. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

ტყუპი – საყვარელი ადამიანი სიურპრიზით გაანებივრეთ. ახლობლები და მეგობრები რჩევითაც და დაწყებული საქმეების დასრულებაშიც დაგეხმარებიან.

კირჩხიბი – ყველა საქმე გვერდზე გადადეთ და დღე სასიამოვნო საქმიანობას, ჰობის დაუთმეთ. მარტოხელებს სასიამოვნო ნაცნობობა ელით. ამიტომ, არ დარჩეთ სახლში.

ლომი – სატელეფონო ზარი ბედნიერი მომავლის იმედს დაგიბრუნებთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან; იყავით მადლიერი მისი თქვენდამი დამოკიდებულებით.

ქალწული – კარგი დღეა სახლში კომფორტის, იდილიის მოსაწყობად. დღის მეორე ნახევარი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ.

სასწორი – კარგი დღეა ნათესავებისა და ახლობლებისთვის მცირე საჩუქრების შესაძენად. სტუმრად საყვარელ ადამიანთან ერთად გაემგზავრეთ.

მორიელი – დღეს სასწრაფო და გადაუდებელი საქმეების მოგვარებით იქნებით დაკავებული. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემომყოფებთან.

მშვილდოსანი – სასიამოვნო სიახლეები და პოზიტიური დღე გელით. მეტი დრო გაატარეთ ახლობელი და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. ბავშვებთან ერთად გაერთეთ.

თხის რქა – მეტი ყურადღება დაუთმეთ გარშემომყოფების რჩევებს. საღამოს წვეულებაზე საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ.

მერწყული – დღეს თქვენი ხასიათის საუკეთესო თვისებები უნდა გამოავლინოთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან და მეგობრებთან.

თევზები – საქმიან პარტნიორებს მეგობრულ გარემოში შეხვდით, რაც კიდევ უფრო გაგიუმჯობესებთ მათთან ურთიერთობას. გარშემომყოფები სიყვარულითა და მზრუნველობით აგავსებენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები