ახალი წლის „ველური“ ღამე ბრისტოლში (ფოტოკოლაჟი)

გამოცემა Bristol Post-ი ფოტოკოლაჟს აქვეყნებს იმის თაობაზე, თუ როგორ შეხვდნენ დიდი ბრიტანეთის ამ ქალაქში ახალ წელს.

ბრიტანელი ჟურნალისტები წერენ, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი კარგად გაერთო, მაგრამ ექსცესებსაც ჰქონდა ადგილი, როს გამოც პოლიციის ჩარევა გახდა აუცილებელი. სამართალდამცველებმა რამდენიმე განსაკუთრებით აქტიური ახალგაზრდა დააკავეს. პოლიცია ამ და სხვა ქალაქებში წესრიგს დღესასწაულის დღეებში გაძლიერებულ რეჟიმში იცავს.

ფოტოებზე დაფიქსირებულია რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც აშკარად ალკოჰოლის ზედმეტი დოზა მიიღეს. ასე, მაგალითად, ერთმა მანდილოსანმა საკუთარი შესაძლებლობები ვერ გათვალა. მისი გამოფხიზლება შადრევნის საშუალებით გახდა აუცილებელი.

კომენტარები

სხვა სიახლეები