ადიგენის ნაძვის ხე ფეისბუქმომხმარებლებმა “სამარცხვინოდ” შეაფასეს (ფოტო)

წინასაახალწლო ნაძვის ხე საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე იაფი, სავარაუდოდ, ადიგენის გამგეობას დაუჯდა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საზეიმო ვითარებაში თამარ მეფის ქუჩაზე სკვერში არსებული ერთ-ერთი ნაძვის ხე მორთო და ოფიციალურ გვერდზე ფოტოებიც განათავსა. ნაძვის ხის მორთულობამ სოციალურ ქსელში კრიტიკა დაიმსახურა. ფეისბუქმომხმარებლები მწავედ აკრიტიკებენ იდეის ავტორებს და მორთულობას “სამარცხვინოს“ უწოდებენ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებაც აწვდის ინფორმაციას მოსახლეობას და მათ გრანდიოზულ ფეიერვერკს ჰპირდება.
“საზეიმო ვითარებაში მოირთო თამარ მეფის ქუჩაზე ნაძვის ხე. მიმდინარეობს სცენის სამონტაჟო სამუშაოები. ადიგენის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, 31 დეკემბერს, 23:30 საათზე, დაბა ადიგენის ცენტრში, სადღესასწაულო ღონისძიება მოეწყობა, სადაც ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას. 00:00 საათზე ღონისძიება გრანდიოზული, სადღესასწაულო ფეიერვერკებით გამდიდრდება“,-აღნიშნულია ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები