ქართულ მედიასივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე სტივენ სპილბერგის ახალ ფილმში “ჯაშუშთა ხიდი” საბჭოთა მომლაპარაკებლის როლს ითამაშებდა და დრამატულ ტრილერში, რომელიც რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული, პარტნიორობას ჰოლივუდის ლეგენდას, ტომ ჰენქსს გაუწევდა.
ამის შესახებ მსახიობი ფეისბუქის გვერდზე კომენტარს ავრცელებს:
„ძვირფასო, მეგობრებო, ვიფიქრე, რომ კომენტარი საჭიროა სტივენ სპილბერგის ახალ ფილმზე – The Bridge Of Spies. ჩემი მონაწილეობით სცენები ფილმის საბოლოო ვერსიაში არ შევიდა. როგორც იტყვიან, ამოჭრეს, ამიტომ ჩემი ასოცირება ამ ფილმთან და მის ეკრანებზე გამოსვლასთან დაკავშირებით ამ შემთხვევაში უადგილოა, ბოდიშს მოგიხდით ამ გაუგებრობისთვის. პატივისცემით, მერაბი“.
Next Post
სხვა სიახლეები