ვაჟა–ფშაველა რუსეთის შესახებ

“კვირა პლუსი” გთავაზობთ დიდი ქართველი პოეტის, საზოგადო მოღვაწის ვაჟა-ფშაველას აზრს მეზობელი რუსეთის შესახებ:

“ყველა ერი თავის ცეცხლს უკეთებს და თავის კერძს ჩასცქერის და სხვისთვის ხეირი იმდენად უნდა, რამდენადაც თავად გამოადგება იგი. მხოლოდ ერთ ნაწილს ქართველებისას არ სწამს, რომ ეს ასეა. რუსეთისაგან ისინი მოელიან წყალობას. აბა, საიდან სადა? ნუთუ რუსეთი არ არის საშიში მეზობელი ჩვენთვის? ნუ ჰგონიათ, რომ ბატონობის მისწრაფება და სურვილი დამონებულ მცირე ერებისა შეუმცირდება რუსეთს? არა და ცხრაჯერ არა… აპეკუნობა, რაც უნდა კარგი აპეკუნი იყოს იგი, აჩლუნგებს ერის ძალ-ღონეს, თვითცნობიერებას”…

კომენტარები

სხვა სიახლეები