სცენარს გოცირიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ასაჯაროვებს, რომელსაც „კვირა +“ უცვლელად გთავაზობთ: „დეპუტატი გედივარ ფოფხიშვილი, რომელიც პოლიციური წესით გამოსახლების კანონის ავტორია, თავად გახდება ამ უკუღმართი კანონის მსხვერპლი.
თურმე ბინას აქირავებს პაკისტანელ სტუდენტებზე. უკვე მერამდენე თვეა, ქირას არ უხდიან. გედივარდმა ზრდილობიანად სთხოვა ბინის დაცლა. სტუდენტებმა უკმეხად მიუთითეს კარებისკენ: უწიგნური ხომ არ გგონივართ, ჯერ სასამართლო გადაწყვეტილება მოგვიტანეთ და მერე ვისაუბროთო. თუ კიდევ შეგვაწუხებთ, პატრულს გამოვიძახებთ და დაგაჯარიმებთ პირადი სივრცის დარღვევის გამოო. – საკუთრების უფლებას რომ მირღვევთ, ამაზე პასუხს გაგებინებთო, წამოიყვირებს გედივარდი და თავად გამოიძახებს პატრულს. – არაფერი შეგვიძლია, კანონი ამის უფლებას არ გვაძლევსო, ეტყვის პატრული და დელიკატურად გააფრთხილებს, რომ ნუ დაურღვევს ადამიანებს სიმშვიდეს და ნუ შეაწუხებს მათ სასამართლოს მიერ კანონიერი განაჩენის გამოტანამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში მოუწევთ კანონით გადვალისწინებული ზომების მიღება. გადის ერთი თვე. როგორც იქნა, გამოიტანა სასამართლომ გადაწყვეტილება. მიდის დიდ გულზე მყოფი დეპუტატი გაქირავებულ ბინაში. კარებს ვიღაც უცნობი ტიპი უღებს. – ბინის მეპატრონე ვარ, უნდა დაცალოთო. – რა უნდა დავცალო, სხვისგან, აქ მაცხოვრებლისგან ვიქირავეო. – მას გაქირავების უფლება არ ჰქონდაო, აღშფოთდება გედივარდი. – სასამართლოში გაარკვიეთო და კარებს ცხვირწინ მიუხურავენ smile emoticon ეს ამბავი ზაფხულში ხდება… ბოლო კადრი: ზამთარია. სახლის კიბეებზე ადის დაღლილი, უშანკაქუდიანი გედივარდი. აკაკუნებს კარებზე. ხელში სასამართლოს განჩინება უჭირავს.
კარებს ვიღაც უცნობი ქალი უღებს… პოლიციას გამოვუძახებ, წამოიყვირებს გედივარდი. პოლიციას გამოვუძახებ-უკვე ხმადაბლა და არადამაჯერებლად გაისმის მისი ხმა… ბინიდან მუსიკა ისმის – ”ცისფერი მთების” მელოდია. ალბათ ფილმი თუ გადის ტელევიზიით ან გედივარდის კომიკურ მდგომარეობაზე მინიშნებაა მუსიკალური ხერხით. ვის როგორც უნდა ისე, გაიგოს! p.s. ვინაიდან ხშირად ვერც ხალხი და ვერც ხელისუფლება ვერ აცნობიერებს მიღებულ გადაწყვეტილებათა მავნე შედეგებს, თავი უნდა დავანებო ეკონომიკური არგუმენტებით წერას და მხატვრულ ფორმებს მივმართო. შემდეგი პოსტი პრემიებს და დანამატებს მიეძღვნება. ამჯერად ლექსად. სათაურიც ლექსად იქნება. ასეთი რამ მსოფლიო პოეზიას არ ახსოვს. გინახავთ,რომ ვინმეს ლექსის სათაური ლექსადვე დაეწეროს? აქვე გთავაზობთ სათაურის ანონსს: ”დაუკარით ოსური, ფულიზა ვართ მოსული”! – წერს გოცირიძე ფეისბუქზე.
Next Post
სხვა სიახლეები