თბილისის სადგურის მოედანი ვაგონებიდან გამოსული გაოცებული ხალხითა და ოვაციებით აივსო. მეტროში დღეს ჯგუფმა Young Georgian Lolitaz-მა „ლაივი“ გამართა.
ბენდმა თავისი ცნობილი კომპოზიციები შეასრულა. შემდეგ დადებითად დამუხტული ხალხი კვლავ თავის გზას გაუდგა.
„ევროვიზია 2016“ მაისში სტოკჰოლმში გაიმართება და ევროფესტივალზე საქართველოს ჯგუფი Young Georgian Lolitaz-ი წარადგენს.
შეგახსენებთ, რომ შარშან ჩატარებულ „ევროვიზიაში“ მომღერალმა საქართველოდან – ნინა სულბატმა მე-11 ადგილი დაიკავა.
სხვა სიახლეები