ხელისუფლების გადაწყვეტილებას, საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვასთან დაკავშირებით მძღოლები აპროტესტებენ. აღნიშნული პრობლემა არ აწუხებს ქუთაისელ ავტოინჟინერ ვახტანგ დვალიშვილს. პროფესიით არქიტექტორმა წლების წინ ავტოინჟინრის პროფესია მოირგო და ქართული ავტომობილის აწყობა გადაწყვიტა. ააწყო კიდეც ავტომობილი, რომელსაც საჭე შუაში აქვს.
როგორც ავტოინჟინერი ამბობს, ავტომობილის ძრავის ტექნიკური მახასიათებელი “ჟიგულის” ანალოგზე ააწყო, მოდელს კი შვილის სახელი – “მარი” უწოდა. 1975 და 1985 წლებში ქუთაისში აწყობილი ავტომობილებით ევროპის სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობა უკვე მოასწრო.
“პირველი ავტომობილი სახლში, პირდაპირ ოთახში ავაწყვე. შემდეგ ფანჯრიდან გადმოვიტანე. მეორე მოდელი კი 1985 წელს შევქმენი. ეს მანქანები წლების განმავლობაში კორპუსის ეზოში მყავდა დაყენებული, ახლა კი აღდგენა გადავწყვიტე. მესმის, მარტივი არ არის მძღოლებისათვის ახალ კანონთან შეგუება, მაგრამ მე არც მარჯვენა და არც მარცხენასაჭიანი ავტომობილების თემა არ მაწუხებს”,- ამბობს ვახტანგ დვალიშვილი.
წყარო:http://topnews.com.ge