რუსკა მაყაშვილის ძმამ „თავი აიფეთქა“ – „ბავშვებზე ასაფეთქებლების გაყიდვა უნდა აიკრძალოს!“ (ფოტო)

რუსკა და ნინუცა მაყაშვილების ძმას საახალწლო მაშხალა აუფეთქდა, რის შედეგადაც სხეულის დაზიანება მიიღო. ნინუცა მაყაშვილმა ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ნინუცა წერს, რომ მისმა პატარა ძმამ თავი აიფეთქა.

„მოარიდეთ ბავშვები ასაფეთქებლებს და საერთოდ არ უყიდოთ! საშინელებაა. ჩემმა ძმამ თავი აიფეთქა და მადლობა ღმერთს, რომ გადარჩა! არ უნდა იყიდებოდეს და ისეთ ადგილას უნდა ინახებოდეს, რომ არ მოიპარონ ბავშვებმა!“

დაზარალებულის და „კვირა+“-თან საუბარში აღნიშნავს, რომ ბავშვი ამჟამად თავს კარგად გრძნობს.

„ახლა კარგად არის. მადლობა ღმერთს, რომ გადარჩა და რამე უბედური შემთხვევა არ მოხდა. ექიმმაც გვითხრა, რომ გადარჩენილები ხართო“, – ამბობს ნინუცა.

ჩვენს კითხვაზე, თუ როგორ მოხდა შემთხვევა, მსახიობმა გვითხრა, რომ მაშხალა ჰაერში აფეთქდა და მის ძმას აფეთქების ტალღამ დაარტყა.

„ზუსტად არ ვიცი, რაღაცნაირად მოხდა, შემთხვევით აუფეთქდა. კიდევ კარგი, ხელიდან გააგდო და ჰაერში აფეთქდა, მხოლოდ აფეთქების ტალღა მოხვდა, მაისურიც შემოახია“, – აღნიშნა მაყაშვილმა.

ნინუცა უარყოფითად აფასებს იმ ფაქტს, რომ საახალწლო მაშხალები უკონტროლოდ იყიდება ნებისმიერი ასაკის მომხმარებელზე.

„სამწუხაროდ, პირველი და უკანასკნელი შემთხვევა არ არის. ბავშვებს საშინელებები ემართებათ, სახეს და თითებს აცლის, იმდენად ძლიერია. ცუდია, რომ საახალწლოდ ყველგან იყიდება და არ კონტროლდება. უნდა აიკრძალოს ბავშვებზე ამის გაყიდვა. მშობელი ვერ გააკონტროლებს, პატარები მაინც იპარებიან და ყიდულობენ. ძალიან ცუდია, რომ ამ ქვეყანაში ყველას ყველა „ჰკიდია“, ოღონდ ფული გააკეთონ, ადამიანურობა დაკარგა ყველამ“, – ამბობს ნინუცა მაყაშვილი.

11224873_930895696958985_3899977707284886847_n 12313797_930895666958988_7285131400891150356_n

კომენტარები

სხვა სიახლეები