ადამიანი საუკუნეების განმავლობაში ცდილობს, გაიგოს რა მოელის ხვალ. ყველაზე ამაღელვებელი მომენტია, როცა ადამიანი ხვალინდელი დღის განჭვრეტას იწყებს – იგებს რა მოელის მას, ქვეყანას და საერთოდ მთელ კაცობრიობას.
ახლოვდება 2016 წელი. მოდით, გავიგოთ რა იწინასწრამეტყველა ვანგამ ამ პერიოდისთვის.
რა იწინასწარმეტყველა ვანგამ 2016 წლისთვის:
ალბათ გაგიგიათ, რომ ვანგამ გლობალურ ბუნებრივ კატაკლიზმებზე იწინასწარმეტყველა, მეტიც მისი წინასწარმეტყველება კონკრეტულად ასახელებს კერძოდ რომელი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალდებოდა კაცობრიობა. არაერთხელ ახსენებს, რომ 2011 წელი გარდამტეხი პერიოდი იქნება.
ვანგა წინასწარმნეტყველებდა ბირთვულ კატასტროფას, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ფლორისა და ფაუნის სამყაროს, შემდეგ მუსულმანური სახელმწიფოები ომს დაიწყებენ. კონფლიქტში გაერთიანდება აღმოსავლეთის ქვეყნები, რომელთანაგ ერთ-ერთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, შედეგად, 2016 წლისთვის ევროპა განადგურდება.
ვანგას წინასწარმეტყველებამ მოქმედება დაიწყო:
– იაპონიის ატომური ელექტროსადგურის – “ფუკუსიმა 1”-ის აფეთქება. დაზიანდა ტონობით მოსავალი და სხვა საკვები პროდუქტები;
კატაკლიზმებისა და ომის გარდა, წინასწარმეტყველი ახსენებს რუსეთსაც. ამბობს, რომ რუსი ხალხი ჩამოაყალიბებს კოალიციას, რომელიც მტკიცედ შეეწინააღმდეგება დასავლეთს. 2016 წლისთვის რუსეთის ეკომომიკა სწრაფ წინსვლას განიცდის, რაც ქვეყანას წინსვლის საშუალებას მისცემს და ადგილს დაიმკვიდრებს მოწინავე სახელმწიფოებს შორის.
რაც შეეხება უკრაინას, ვანგა 2016 წლის დასაწყისში დიდ კრიზისს უწინასწარმეტყველებს, ამას მესამე რევოლუცია მოჰყვება.
რაც შეეხება დანარჩენ მსოფლიოს, მომავალი წლისთვის ევროპა ჩავარდება, ქვეყნების უმრავლესობა ერთმანეთთან კავშირს გაწყვეტს. ამ ბუნდოვანი განმარტებების ხარჯზე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ევროკავშირის როგორც ალიანსის განადგურებაა მოსალოდნელი.
პოლიტიკური მოვლენებისა და მასიური საპროტესტო გამოსვლების ფონზე ამერიკა დასუსტდება, ტერიტორია კი შესაძლოა, ტორნადომ გაანადგუროს.
ვანგა ამბობს, რომ 2012 წლიდან 2018 წლამდე ინდიგო ბავშვების მთელი თაობა დაიბადება. ეს თაობა ბევრად აღემატება ძველ თაობას – გაცილებით ჯანმრთელები, კეთილები, პატიოსნები და ჭკვიანები იქნებიან. ახალი თაობა მომავალ კაცობრიობას გადაარჩენს.
დიდი წინასწარმეტყველის თქმით, 2018 წლისთვის ჩინეთი მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფო გახდება და პოლიტიკური ფონდებიც რადიკალურად შეიცვლება.
2023 წელს დედამიწის ორბიტა ადგილს იცვლის.
წყარო:http://www.reitingi.ge