რაში გამოვიყენოთ მანდარინის ქერქი

არომატული და ტკბილი მანდარინი ყველას საყვარელი ციტრუსია. მიირთვით 3-4 ცალი დღეში და ზამთარს გრიპის გარეშე გაატარებთ. მანდარინი გემრიელიცაა და სასარგებლოც, მაგრამ იცით, რომ რბილობის გარდა, მისი ქერქის გამოყენებაც შეგიძლიათ.

მანდარინის კანი შეგიძლიათ ან აირღუმელში გამოაშროთ, ან ბუნებრივად გახმობა აცადოთ. შემდეგ კი დააბლენდერეთ და მინის ქილაში შეინახეთ. იგი დიდი ხნით ინახება. დაუმატეთ ნამცხვრებში, ბრინჯში და პარკოსნებშიც კი. მისი ნაყენი გამოიყენება გაციების, ბრონქიტის დროს. აგრეთვე, მაშინ, როცა ადამიანს სისხლში შაქარი აქვს მომატებული; იმუნიტეტის ასამაღლებლად, მადის გასაუმჯობესებლად და კუჭ-ნაწლავის სისტემის მოსაწესრიგებლად. იგი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. ორგანიზმიდან გამოაქვს ზედმეტი სითხე. სისხლძარღვებს ელასტიკურობას ანიჭებს. მანდარინის გამხმარი კანი შეგიძლიათ უკვე მოდუღებულ ჩაიში ჩაიმატოთ და არომატული გემოთი დატკბეთ ან ჩაის ქილაში ჩაყაროთ.

გამხმარი და ბლენდერში დაქუცმაცებული მანდარინის კანი შეწვისას ხორცს დაუმატეთ და ორიგინალურ და გამორჩეულ გემოს მიიღებთ. შეგიძლიათ თეთრეულის კარადაში მოათავსოთ, რათა მასში ჩრჩილი არ გაჩნდეს. სასიამოვნო დასალევია აგრეთვე მანდარინის კანით დაყენებული ლიქიორი. მანდარინის ნაყენი საუკეთესო საკვებია ქოთნის ყვავილებისთვის. ხოლო, თუ სახლში კატა გყავთ, რომელიც ყვავილებს ემტერება, ქოთანში მანდარინის ქერქები მოათავსეთ.

წყარო:marao.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები