„ჩემი ცოლის დაქალები“ 4 წლის გახდა (ფოტოკოლაჟი)

ქართულ ტელესივრცეში ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი, „ ჩემი ცოლის დაქალები“ 4 წლის გახდა. როგორც სოციალურ ქსელ ფეისბუქიდან ირკვევა სერიალის შემოქმედებითი ჯგუფი იუბილეს დღესასწაულობს. „ჩემი ცოლის დაქალები“ ფორმულა კრეატივის მიერ შექმნილი სატირულ-იუმორისტული ჟანრის ქართული სერიალია, რომელიც 2011 წლიდან რუსთავი2-ის ეთერში გადის.
„ჩემი ცოლის დაქალები“ ეხება ქართული საზოგადოებისთვის აქტუალურ თანამედროვე სოციალურ პრობლემებს და საკითხებს, რომელიც ყველა თაობის მაყურებლისთვის საინტერესოა.სერიალის სცენარის ავტორი: ქეთი დევდარიანია, რეჟისორები: გიორგი ლიფონავა და რატი რამიშვილი, პროდიუსერები კი ირაკლი საღინაძე, ზუკა გუმბარიძე, მიშა მშვილდაძე არიან.

12107721_1255869354438956_1799689433167437627_n 12299167_10153695671188972_8453950116429837188_n 12309039_967797766620577_993412170_n

კომენტარები

სხვა სიახლეები