მინიონებზე მოკლემეტრაჟიანი ვიდეორგოლი გამოვიდა – ვიდეო

Universal Pictures-მა მულტფილმ „საზიზღარი მე“-ს პერსონაჟებზე, მინიონებზე მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, – ამის შესახებ ინფორმაციას metronews.ru ავრცელებს.
ბონუსის სახით ვიდეოს მულტფილმ „მინიონების“ DVD-გამოცემას მიამაგრებენ. ანიმაციური ვიდეორგოლის პრემიერა 8 დეკემბერს გაიმართება.
სამწუთიან ვიდეოს „შეჯიბრი“ ჰქვია. მასში ორი მინიონის ცხოვრების ეპიზოდია გადმოცემული, რომლებმაც მოწყენილობისგან გადაწყვიტეს, გაერკვიათ, მათ შორის რომელი უფრო უკეთესი იყო.
როგორც რუსული მედია იტყობინება, კომპანია მომავალში კიდევ ორი მოკლემეტრაჟიანი ვიდეორგოლის გამოშვებას გეგმავს.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=PMFHQXxqYOg[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები